Wednesday, June 15, 2011

შეცდომები აქაც ხდება...



ამ პოსტში ნახავთ იმის მტკიცებულებას, რომ ჰოლივუდში ფოტოშოპს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ფლობს…
ეს პოსტი ეთმობა პოსტერებს რომლებიც სხვა პოსტერების კოპიებია. შეიძლება ზოგი მათგანი უბრალოდ დამთხვევაა მაგრამ ზოგიერთი აშკარა მიბაძვაა..
პირველი პოსტერი: მარჯვნივ:”World Wrestling Entertainment”-ის იგივე (WWE) 2009 წლის სეზონის პოსტერი. მარჯვნივ: “ბეტმენი: დასაწყისი”-ის (Batman Begins) პოსტერი. დააკვირდით კარგად ეს ერთიდაიგივე სურათია (ღამურები,ღრუბლები). არამგონია ვინმეს თავში მოუვიდეს აზრი რომ ბეტმენის შემქმნელებმა მოიპარეს პოსტერი, მაგრამ მაინც დავწერ რომ ეს ფილმი გამოვიდა 2005 წელს.




შემდეგი პოსტერი არის სუპერმენი:დაბრუნება (Superman Returns) და “ბეტმენი: დასაწყისი”-ის (Batman Begins) მეორე პოსტერი.როგორც ჩანს ბატმენს აქაც მოჰპარეს პოსტერი რადგან ფილმი სუპერმენის შესახებ 2006 წელს გამოვიდა.



მარცხნივ: პოსტერი ფილმისა “სასაცილო ფული”(Funny Money), ხოლო მარჯვნივ პოსტერი ფილმისა “დიკი და ჯეინი ერთობიან” (Fun with Dick and Jane
)




მარცხნივ: სერიალი “სასწრაფო” (ER), მარჯვნივ: სერიალი “ჰაუსი” (House M.D.).






ამ პოსტერებზე აშკარად ერთიდაიგივე სურათი იყო გამოყენებული.




მარცხნივ: პოსტერი ფილმისა “მთავარი ინსტიქტი” (Basic Instict) მარჯვნივ: პოსტერი ფილმისა: (The Betrayed)











    ეს ყველაფერი არ არის, სამწუხაროდ ასეთ მსგავსებებს ხშირად შევხვდებით. რადგან დღეს უამრავი ფილმი იღება და ბევრი თითქმის ანალოგიური შინაარსისაა.
ყველაზე სამწუხარო კი ის არის რომ დღეს დღეობით ქართულმა ფილმა დაკარგა ის ხიბლი, რაც ძველ ფილმებში ასე მოგვწონს. არის რამოდენიმე ახალი ფილმი, რომელიც მართლა კარგია, მაგრამ უმრავლესობა არის ევროპიდან გადმოღებული    რომელიც არაფრითაა გამორჩეული და განსაკუთრებული.  
 ერთ ერთი კარგი ილმი დგეს გადაღებული არის ,,გაღმა ნაპირი’’




                
ეს კი არის იმ ქართული ფილმის პოსტერი რომელიც ლოს-ანჯელესის “ოქროს ჟოლოს”  პრიზიორი გახდაშეგახსენებთ, რომ “ოქროს ჟოლოს” წლის ყველაზე ცუდ ფილმებს გადასცემენ – “პრიზიორთა” ვინაობა ხმის მიცემის საფუძველზე წყდება. წელს ამ ცერემონიალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი “SEAZONE” გახდა. ფილმმა რამდენიმე ნომინაციაში აიღო “პრიზი” – ესენია: წლის ყველაზე გაწელილი ფილმი, წლის ყველაზე ცუდად განვითარებული პერსონაჟები, წლის ყველაზე იდიოტური დიალოგები, წლის ყველაზე ბევრი შეცდომა და წლის ყველაზე ცუდი სამსახიობო დასი.

შეგახსენებთ, რომ ამ ტრიუფამდე ფილმმა უდიდესი კრახი განიცადა ქართულ ბაზარზე და მაყურებელთა კინოეთეატრებში მოსაზიდად “მეტრო ფილმის” მესვეურებმა ერთგვარი ფანდი გამოიყენეს. ბილეთების გაყიდვების მკვეთრად დავარდნის შემდეგ, პროდიუსერებმა გამოაცხადეს, რომ ყოველი გაყიდული ბილეთდან შემოსული თანხის 95% ერთ-ერთი მშენებარე ეკლესიის ფონდში გადაირიცხებოდა. ეს ერთერთი დასტურიაა იმისა თუ როგორ უჩირს დღეს ქართულ ფილმს.



სასარგებლო ბმულები

აქ არის ის საიტები, რომლებიც გამოვიყენე ინფორმაციის შეგროვების დროს

http://ka.wikipedia.org
http://www.georgianfilm.ge/
http://www.youtube.com
http://www.geocinema.ge

Tuesday, June 14, 2011

HOLLYWOOD




 უილქომსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფილმები სწორედ “ჰოლივუდში” იქმნება და “ჰოლივუდი” ერთ-ერთი რეიტინგული ასოციაციაა, რომელიც სიტყვა “კინოს” გაგონებისას შეიძლება თავში მოგვივიდეს

 1911 წლიდან   იწყება ჰოლივუდის ისტორიაში  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  მომენტიამ წელს ნესტორ ქომფანიმ ჰოლივუდში პირველიკინოსტუდია გახსნაამავე წელს სესილ დემილმა  ჰოლივუდის პირველისრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღოსულ მალე  გრიფიტმამაკსენეტმა და სხვებმა ედენდეილშიც გახსნეს კინოსტუდიებიახლანდელგლენდეილ ავენიუზე ექო პარკშიდაიწყო ჰოლივუდის სახეცვლილება.სასოფლო სამეურნეო ცენტრი ახლა ბიზნეს ცენტრად იქცააღსანიშნავია,რომ 20იან და 30იან წლებში დაიწყო ჰოლივუდში რესტორნებისღამისკლუბებისა და კინოს სახლების  გახსნაწლების  განმავლობაში კიკინოსტუდიების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ჰოლივუდში და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველირომ ბევრმა კინოვარსკვლავმა დაიწყოჰოლივუდში ბევერლი ჰილზე .  ისიც უნდა აღინიშნოსრომ 50-იან და 60 -იანწლებში მუსიკის კომპანიებმაც დაიწყეს ჰლივუდში თავიანთი სტუდიების გახსნაქალაქის სხვადასხვა კუთხეებში გაიხსნა სხვადასხვა სახის ბიზნესები. 1985 წელს ჰოლივუდ ბულვარი  ჩაიწერა ამერიკის  ისტორიულიუბნების სიაშითვით ჰოლივუდი კიროგორც მოგეხსენებათდღეს მსოფლიოში  ერთ-ერთი უძლიერესი კინოინდუსტრიის ცენტრია.

Saturday, June 11, 2011

ქართული კინო

     როგორ წარმოიშვა კინო და ვინ არიან მისი შემქმნელები, ამის შესახებ ცოტა რამ უკვე დავწერე. ახლა მოგიყვებით, როგორ შემოაღწია ამ ტექნიკურმა მიღწევამ საქართველოში
პირველ ცნობებს ძმები ლუმიერების გამოგონების შესახებ გაზეთ ,,ცნობის ფურცელზე” ვხვდებით: ,,დღეს, 16 ნოემბერს, სათავადაზნაურო თეატრში ნაჩვენები იქნება კინემატოგრაფი – მთელს ევროპაში განთქმული ცოცხალი ფოტოგრაფიული სურათები ლიუმერისა” (გაზ. ,,ცნობის ფურცელი”, 1896, 16 ნოემბერი).

პირველი სტაციონარული კინოთეატრი ,,ილუზიონი” გაიხსნა 1904 წელს გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე, ყოფილ რესტორან ,,დათვის” შენობაში. მანამდე ფილმებს აჩვენებდნენ ან სათავადაზნაურო თეატრში, ან ძმები ნიკიტინების ცირკში. კინოთეატრის ოფიციალური მფლობელები გახდნენ ივანიცკაია და როზეტი, მაგრამ მალე ივანიცკაია დასცილდა როზეტის და იმავე გოლოვინის პროსპექტზე, ყოფილ ,,შიხმანის ფოტოგრაფიის” შენობაში საკუთარი ილუზიონი გახსნა.
ს. ივანიცკაია ფილმებს იძენდა, ხოლო გამოყენების შემდეგ სხვა ქალაქებში ყიდდა. რეპერტუარში შედიოდა მხოლოდ უცხოური ფილმები. პროექტორს უძრავოდ, ხელით ამუშავებდნენ.

1905 წელს ს. ივანიცკაია საგასტროლოგ გაემგზავრა თურქეთში. დაბრუნების შემდეგ კი მუშტაიდის ბაღში ააშენა ,,ხის სახლი” – საზაფხულო ილუზიონი თავისივე პატარა ელექტროსადგურით.
ამ შემოსავლიანი საქმით სხვებიც დაინტერესდნენ და გამრავლდა სტაციონარული კინოთეატრები. 1907 წელს უკვე მოქმედებდა ,,მუზა”, ,,კოლიზეი”, ,,აპოლო”, ,,ლირა”, ,,მულენ ელექტრიკი”, ,,ამპირი”, ,,სინემა დისკი” და სხვა.
აღსანიშნავია, რომ გარდა უცხოეთიდან ჩამოტანილი ფილმებისა, კინოთეატრები უჩვენებდნენ თბილისში გადაღებულ დოკუმენტური ხასიათის სიუჟეტებსაც. მაგ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო ისეთი კადრების გადაღება და ჩვენება როგორიც იყო მაგალითად თბილისის გარნიზონის პარადი, მეფისნაცვლის ცხოვრებას.ასევე გადაღებული იქნა ეგზოტიკური ხასიათის ფილმები ,,ქეიფი ორთაჭალის ბაღში, ,,კინტოების მუშტიკრივი” და სხვა.

პირველი და საკმაოდ გრძელი კადრი (27 მეტრი) წარმოგვიდგენს ,,ნამესტნიკის” გამოსვლას სასახლიდან. იმდროინდელი ქრონიკების შემდეგი თემაა სხვადასხვაგვარი კურთხევა. მაგ:,,თბილისის სახელმწიფო ბანკის კანტორის კურთხევა და გახსნა 1910წ”. კამერა დგას ბანკის შესასვლელთან და დაფიქსირებულია, თუ როგორ ჩერდება კარეტები და იქედან გადმოდიან თბილისის ელიტის წარმომადგენლები. სურათის მეორე ნაწილში ნაჩვენებია სტუმრების დაშლა. კადრები გადაღებულია იმავე წერტილიდან.
ქართული პროფესიული საოპერატორო სკოლის დაბადება დაკავშირებულია ვასილ ამაშუკელის სახელთან, რომელმაც გადაიღო უნიკალური დოკუმენტური ფილმი ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წელს”



ვ. ამაშუკელის ფილმი ,,აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” საინტერესოა არა მარტო ქართული დოკუმენტური კინოს ისტორიისათვის. ამ დიდმნიშვენლოვან ფაქტს ხაზი გაუსვა მსოფლიო კინოს ისტორიის მკვლევარმა ჟორჟ სადულმაც: ,,რამდენადაც ვიცი, 1912 წლამდე, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი (1200 მეტრი) არც ერთი ცნობილი პიროვნებისათვის არ მიუძღვნიათ” (ამოწერილია ჟ. სადულის წერილიდან, რომელიც მან კ. გოგოძეს მოსწერა 1961 წელს).
ეს ფილმი წლების განმავლობაში დაკაგულად ითვლებოდა. ის შემთხვევით აღოაჩინა კ. გოგოძემ საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში, ერთ-ერთ ძველ კოლოფში.
ამაშუკელის მიერ გადაღებული 1200 მეტრიდან სახელმწიფო არქივში დაცულია ორი ნაწილისაგან შემდგარი ასლი 550 მეტრაჟით (პირველი ნაწილი – 304 მ; მეორე- 246მ).
რაც შეეხება პირველ ქართულ მხატვრულ ფილმს, ესაა ალექსანდრე წუწუნავას ,,ქრისტინე”, რომელიც 1918 წელს გადაიღო.





,,ქრისტინე” გადაღებული იყო ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ოციანი წლების პირველ ნახევარშიც ფილმების უდიდესი ნაწილი კლასიკოსთა მოთხრობების ეკრანიზაციებს წარმოადგენდა.
 ქართული კინო საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან დღეს გვაქვს ბევრი ისეთი ქართული ფილმი რომლითაც შეიძლება ვიამაყოთ.
 ბევრი ქართული ფილმი ძალიან მიყვარს, აი რამდენიმე მათგანი


,,ჯარისკაცის მამა''








,,უძინართა მზე''












 ,,ფესვები''


                             
    

კინოფესტივალები



კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (ფრანგ. Festival international du film de Cannes) — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი მსოფლიოში. პირველად ჩატარდა 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანშისაფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში.
ყველაზე საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“ ენიჭება საუკეთესო ფილმს. არსებობს სხვა ჯილდოებიც: გრან-პრი, ჯილდო საუკეთესო მსახიობ ქალსა და მამაკაცს, რეჟისორსა და სცენარისტს, ჟიურის პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და „ოქროს კამერა“ საუკეთესო დებიუტისთვის.



ოსკარი — კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემია (Academy Awards). სახელწოდება ოსკარი აღებულია იმ პატარა ქანდაკებისგან, რომელსაც ლაურეატებს გადასცემენ.1929 წლიდან მოყოლებული პრემია გადაეცემა ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსულ საუკეთესო ფილმებსა და სხვადასხვა კატეგორიაში მოღვაწე კინოხელოვანებს.

ცერემონია ორგანიზებულია პროფესიოული ასოციაციის მიერ, რომლის სახელწოდებაა Academy of Motion Picture Arts and Sciences (კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია).
ერთი ფილმის მიერ აღებული ოსკარების ყველაზე დიდი რაოდენობაა 11. ეს რეკორდი სამმა ფილმმა მოხსნა:
თუმცა "ბენ–ჰურის" რეკორდი ფილმმა "ტიტანიკი" მაინც ვერ გაიმეორა, რადგან მთავარი როლის შემსრულებლებს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო არ მიუღიათ. იუდა ბენ–ჰურის როლის შემსრულებელმა – ჩარლტონ ჰესტონმა (ასევე მონაწილეობს ფილმში "ათი მცნება".)1959 წელს კინოკრიტიკოსთა გადაწყვეტილებით, ჯეკ ლემონი "ოსკარის" გარეშე დატოვა, რომელმაც არაჩვეულებრივი სახე შექმნა ფილმში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"(რეჟ.:ბილი უაილდერი)(ამ სახელწოდებით იცნობენ ფილმს "სხეულის სიმხურვალე" ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები. იმ დროს ცენზურა ფილმის სახელწოდებაზეც ვრცელდებოდა.)
ქანდაკებამ, რომელსაც ცერემონიალზე გადასცემენ, სახელწოდება მიიღო აკადემიის ერთ-ერთი წევრის, მარგარეტ ჰერიკისაგან, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი ძალიან ჰგავდა ბიძამის ოსკარს. ქანდაკება გაკეთებულია ბრიტანიუმისაგან და მოოქროვილია. მისი დიზაინერია სედრიკ გიბონი.





ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ანუ ბერლინალე, მსოფლიოში კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალია. ტარდება ყოველი წლის თებერვალში.
ბერალინალე მნიშვნელოვანი მოვლენაა კინემატოგრაფიასა და მასმედიაში. ყოველწლიურად მასზე ესწრება 76 ქვეყნის წარმომადგენელი 15 000 სპეციალისტი, მათ შორის 3 500 ჟურნალისტი. სეანსებზე დასწრება ფასიანია. ბერლინის ფესტივალი დაარსდა 1951 წელს. თავდაპირველად იგი ზაფხულში ტარდებოდა, 1978 წლიდან კი თებერვალში გადაიტანეს. პირველი ბერლინალეს გახსნა შედგა 1951 წლის 6 ივნისს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით რებეკა.
ბერლინის კინოფესტივალზე ფილმები მთელი მსოფლიოდან მოდის და მათი შერჩევა საერთაშორისო ხასიათისაა. საუკეთესო ფილმები ჯილდოვდება ოქროს დათვით, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო ქალის როლისა და საუკეთესო მამაკაცის როლისათვის განკუთვნილია ვერცხლის დათვისაპატიო ოქროს დათვი გადაეცემა კინოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.




ვენეციის კინო ფესტივალი (იტალMostra Internazionale d'Arte Cinematografica di Venezia) უძველესი კინო ფესტივალია მსოფლიოში. დაარსდა გრაფ ჯუზეპე ვოლპი დი მისურატას მიერ 1932 წელს, როგორც "Esposizione Internazionale d'Arte Cinematografica", აქედან მოყოლებული ფესტივალი ყოველ წელს ტარდება აგვისტოში ადრეულ სექტემბერში, კუნძულ ლიდოზევენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული კინო ფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი, უდიდესი ბინალეს გამოფენა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro (ოქროს ლომი), რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi (ვოლპის თასი), რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი. 2002წელს შეიქმნა ახალი ნომინაცია სან მარკოს პრიზი, რომელიც გადაეცემა ფილმს რომელიც ემსახურება Controcorrente(სტერეოტიპების მსხვრევას).


სხვა ჯილდოები:

1.Golden Globes -ეს არის ჟურნალისტების მიერ დაარსებული დაჯილდოება,რომელიც ოსკარამდე 1 თვით ადრე ტარდება.პირველი ცერემონია ჩატარდა 1944 წელს.
                                                                                                                                                             2.BAFTA Awards -ეს არის ბრიტანული კინოჯილდო British Academy Film Awards . დაარსდა 1948 წელს.
                                                                                                                                                                            3.MTV Movie Awards -ეს არის ამერიკის ტელეჯილდო.ტარდება 1992 წლიდან,ივნისის თვეში
                                                                                                                                                                              4.Emmy Awards -ეს არის ამერიკული სერიალების გაჯილდოება.ტარდება 1949წლიდან.აგვისტო,სექტემბერში
                                                                                                                                                              5.European Film Awards -ევროპის კინოჯილდო, რომელიც 1988 წლიდან გასცემს ჯილდოებს.ტარდება დეკემბერში. 
                                                                                                                                                                          6.Sundance Film Festival 
-სანდენსის კინოფესტივალი არის მსოფლიო ფესტივალი,ტარდება პარკ სიტიში,ამერიკის შტატ იუტაში. ფესტივალი 1978 პირველად ჩატარდა როგორც ამერიკის დამოუკიდებელი კინო,ხოლო დაარსდა 1981 წელს რობერტ რედფორდის მიერ.
                                                                                                                                                                   7.Toronto International Film Festival -ტორონტოს ჯინოფესტივალი ტარდება ყოველწლიურად კანადაში ,ქალაქ ტორონტოში.დაარსდა 1976 წელს.

8.Slamdance International Film Festival - ტარდება ამერიკაში,იუტას შტატში. დაარსდა 1995.

9.Empire Awards, UK -ეს დაჯილდოება იმართება ინგლისში. დაარსდა 1995 წელს და ყოველწლიურად გასცემს ჯილდოებს.ამავე სახელწოდების ჟურნალის გაჯილდოება.

10.Hasty Pudding Theatricals, USA - ტარდება ამერიკაში. დაარსებულია 1951 წელს. და მხოლოდ 2 ნომინაცია გააჩნია:
Woman of the Year და Man of the Year.
წელს ქალებიდან შარლიზ ტერონმა გაიმარჯვა ,ხოლო მამაკაცებიდან კრისტოფერ ვალკერმა

11.Independent Spirit Awards -ამერიკული დაჯილდოება კალიფორნიაში.დაარსდა 1984 წელს.ეს ჯილდო ჰოლივუდის დაუფასებელ ფილმებს აჯოლდოვებს.ტარდება ოსკარების გადაცემის წინა ღამეს.მისი კატეგორიებია:

Sunday, May 29, 2011

...გუშინ და დღეს....

        
     კინოხელოვნებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ბევრი მაყურებელიც შეიძინა. გაიხსნა კინოთეატრები, რომლებიც ხალხის ნაკლებობას არ უჩიოდნენ.
    კინოც ნელ ნელა უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა. თანდათან გაჩნდა სხვადასხვა ჟანრებიც:
  • ანიმაციური ფილმი
  • დოკუმენტური ფილმი
  • კინოჟურნალი
  • კომედია
  • დრამა
  • სათავგადასავლო ფილმი  
  • ფანტასტიკური ფილმი
გთავაზობტ  ერთ-ერთი ცნობილ ფილმის ,,დრაკულა''_ს ძველ და ახალ ვარიანტებს.



    ეს კი სხვა თნამედროვე ფილმები



                                       
                                

                                



             
                                                                                                                               

    The Lumiere Brothers' - First film (1895)