Wednesday, June 15, 2011

შეცდომები აქაც ხდება...



ამ პოსტში ნახავთ იმის მტკიცებულებას, რომ ჰოლივუდში ფოტოშოპს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ფლობს…
ეს პოსტი ეთმობა პოსტერებს რომლებიც სხვა პოსტერების კოპიებია. შეიძლება ზოგი მათგანი უბრალოდ დამთხვევაა მაგრამ ზოგიერთი აშკარა მიბაძვაა..
პირველი პოსტერი: მარჯვნივ:”World Wrestling Entertainment”-ის იგივე (WWE) 2009 წლის სეზონის პოსტერი. მარჯვნივ: “ბეტმენი: დასაწყისი”-ის (Batman Begins) პოსტერი. დააკვირდით კარგად ეს ერთიდაიგივე სურათია (ღამურები,ღრუბლები). არამგონია ვინმეს თავში მოუვიდეს აზრი რომ ბეტმენის შემქმნელებმა მოიპარეს პოსტერი, მაგრამ მაინც დავწერ რომ ეს ფილმი გამოვიდა 2005 წელს.




შემდეგი პოსტერი არის სუპერმენი:დაბრუნება (Superman Returns) და “ბეტმენი: დასაწყისი”-ის (Batman Begins) მეორე პოსტერი.როგორც ჩანს ბატმენს აქაც მოჰპარეს პოსტერი რადგან ფილმი სუპერმენის შესახებ 2006 წელს გამოვიდა.



მარცხნივ: პოსტერი ფილმისა “სასაცილო ფული”(Funny Money), ხოლო მარჯვნივ პოსტერი ფილმისა “დიკი და ჯეინი ერთობიან” (Fun with Dick and Jane
)




მარცხნივ: სერიალი “სასწრაფო” (ER), მარჯვნივ: სერიალი “ჰაუსი” (House M.D.).






ამ პოსტერებზე აშკარად ერთიდაიგივე სურათი იყო გამოყენებული.




მარცხნივ: პოსტერი ფილმისა “მთავარი ინსტიქტი” (Basic Instict) მარჯვნივ: პოსტერი ფილმისა: (The Betrayed)











    ეს ყველაფერი არ არის, სამწუხაროდ ასეთ მსგავსებებს ხშირად შევხვდებით. რადგან დღეს უამრავი ფილმი იღება და ბევრი თითქმის ანალოგიური შინაარსისაა.
ყველაზე სამწუხარო კი ის არის რომ დღეს დღეობით ქართულმა ფილმა დაკარგა ის ხიბლი, რაც ძველ ფილმებში ასე მოგვწონს. არის რამოდენიმე ახალი ფილმი, რომელიც მართლა კარგია, მაგრამ უმრავლესობა არის ევროპიდან გადმოღებული    რომელიც არაფრითაა გამორჩეული და განსაკუთრებული.  
 ერთ ერთი კარგი ილმი დგეს გადაღებული არის ,,გაღმა ნაპირი’’




                
ეს კი არის იმ ქართული ფილმის პოსტერი რომელიც ლოს-ანჯელესის “ოქროს ჟოლოს”  პრიზიორი გახდაშეგახსენებთ, რომ “ოქროს ჟოლოს” წლის ყველაზე ცუდ ფილმებს გადასცემენ – “პრიზიორთა” ვინაობა ხმის მიცემის საფუძველზე წყდება. წელს ამ ცერემონიალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი “SEAZONE” გახდა. ფილმმა რამდენიმე ნომინაციაში აიღო “პრიზი” – ესენია: წლის ყველაზე გაწელილი ფილმი, წლის ყველაზე ცუდად განვითარებული პერსონაჟები, წლის ყველაზე იდიოტური დიალოგები, წლის ყველაზე ბევრი შეცდომა და წლის ყველაზე ცუდი სამსახიობო დასი.

შეგახსენებთ, რომ ამ ტრიუფამდე ფილმმა უდიდესი კრახი განიცადა ქართულ ბაზარზე და მაყურებელთა კინოეთეატრებში მოსაზიდად “მეტრო ფილმის” მესვეურებმა ერთგვარი ფანდი გამოიყენეს. ბილეთების გაყიდვების მკვეთრად დავარდნის შემდეგ, პროდიუსერებმა გამოაცხადეს, რომ ყოველი გაყიდული ბილეთდან შემოსული თანხის 95% ერთ-ერთი მშენებარე ეკლესიის ფონდში გადაირიცხებოდა. ეს ერთერთი დასტურიაა იმისა თუ როგორ უჩირს დღეს ქართულ ფილმს.



No comments:

Post a Comment